საიტების დამზადება და განვითარება საქართველოში
გაქვთ ბიზნესი, იდეა ან პროექტი, რომლის განვითარებასაც თანამედროვე საიტი სჭირდება? Saitebisdamzadeba.ge გთავაზობთ თანამედროვე და მრავალფუნქციურ საიტებს, რომლებიც სრულად პასუხობს თქვენს ბიზნესის მოთხოვნებს.
- უფასო კონსულტაცია
- SEO ყველა პაკეტში
- მხარდაჭერა გაშვების შემდეგ

- Main content loaded
- —
- Layout stability
- —
- Server response
- —
Measured right now, in your browser
A complete set of digital services
საიტის დამზადებიდან SEO-სა და ტექნიკურ მხარდაჭერამდე - ყველაფერი ერთ სივრცეში.
საიტის დამზადება
SEO-ზე ოპტიმალურად მორგებული პლატფორმა არ არსებობს WordPress-ზე უკეთესი, ამიტომ ჩვენ ვქმნით თანამედროვე, დახვეწილ და სწრაფ ვებსაიტებს, რომლებიც საძიებო სისტემების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.
Read moreვებსაიტის სრული განახლება
თუ თქვენი ვებსაიტი მოძველდა და განახლებას საჭიროებს, ჩვენ მას სრულიად ახალ სიცოცხლეს შევძენთ. თქვენი ბრენდის სტილსა და მიზნებზე მორგებული დიზაინით, საიტი იქნება თანამედროვე, ფუნქციური და მომხმარებელზე ორიენტირებული.
Read moreSEO სერვისები
ჩვენ სრულად ვფლობთ SEO-ის ყველა ასპექტს – ვახდენთ შიდა ოპტიმიზაციას, ვამაგრებთ საიტს ხარისხიანი ბმულებით და ვაწესრიგებთ ინდექსაციის პრობლემებს. გთავაზობთ სრულ SEO პაკეტებს, მათ შორის ადგილობრივ SEO-ს, რომელიც თქვენს ბიზნესს კონკურენტებს შორის წამოწევს.
Read moreჰოსტინგი და ტექნიკური მხარდაჭერა
საიტის გამართული მუშაობა და უსაფრთხოება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვუზრუნველყოფთ საიტის რეგულარულ განახლებას, ჰაკერული შეტევებისგან დაცვას და უწყვეტ ტექნიკურ მხარდაჭერას, რომ თქვენი ვებსაიტი ყოველთვის სტაბილურად მუშაობდეს.
Read more
10+
წლიანი გამოცდილება
სანდო პარტნიორი თქვენი ბიზნესისთვის
Saitebisdamzadeba.ge არის სანდო ვებ დეველოპერული კომპანია საქართველოში. ვიძლევით შედეგის გარანტიებს, ვასრულებთ პროექტებს დროულად და ბიუჯეტის შესაბამისად.
SEO საუკეთესო პრაქტიკები
საიტები აწყობილია საძიებო სისტემების მოთხოვნების დაცვით.
ყველა მოწყობილობაზე
სრულყოფილად მუშაობს კომპიუტერზე, პლანშეტსა და სმარტფონზე.
მართვის ტრენინგი
გაშვების შემდეგ გასწავლით საიტის მართვას, ჩანაწერითურთ.
მუდმივი მხარდაჭერა
განახლებები, უსაფრთხოება და ტექნიკური დახმარება.
ჩვენი გამოცდილება თქვენი წარმატება
ნაწილი პროექტებისა, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში ავაწყვეთ და გავუშვით.
კატალოგიVasilJorjadze
ოქროს ნაკეთობების კატალოგი
E-commerceFlowers Party
ყვავილების ონლაინ მაღაზია
კორპორატიულიFC Iberia 1999
საფეხბურთო კლუბის საიტი
კორპორატიულიReal Trans
გლობალური გადაზიდვების სერვისი
ტურიზმიRO Group
ტურები საქართველოში
კორპორატიულიBrandistry
ბრენდინგის სააგენტო
How we work
გამჭვირვალე პროცესი კონსულტაციიდან გაშვებამდე - და მის შემდეგაც.
- 1
კონსულტაცია და დაგეგმვა
ჩვენი სამუშაო იწყება თქვენთან მჭიდრო თანამშრომლობით. ერთად განვიხილავთ თქვენს ხედვას, მიზნებს და მოლოდინებს. ვაანალიზებთ არსებულ საიტს, რათა შევიმუშაოთ ოპტიმალური სტრატეგია.
- 2
დიზაინი და დეველოპმენტი
ჩვენი გუნდი ქმნის მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტულ (UX) და ვიზუალურად მიმზიდველ (UI) დიზაინს. შემდეგ, საიტს ვაწყობთ სუფთა კოდით, უახლესი სტანდარტების დაცვით.
- 3
SEO და კონტენტის განახლება
ვახდენთ როგორც საიტის ტექნიკურ ოპტიმიზაციას (სისწრაფე, მობილურ მოწყობილობებზე მორგება), ასევე კონტენტის ოპტიმიზაციას (საკვანძო სიტყვების ინტეგრაცია, მეტა-მონაცემების შევსება), რათა მივაღწიოთ მაქსიმალურ ხილვადობას საძიებო სისტემებში.
- 4
ტესტირება და გაშვება
ჩვენ ვახდენთ საიტის სრულყოფილ ტესტირებას, ვამოწმებთ მის ფუნქციონალურობას, სიჩქარეს, უსაფრთხოებას და თავსებადობას სხვადასხვა მოწყობილობებსა და ბრაუზერებთან. მხოლოდ ამის შემდეგ ხდება საიტის გაშვება.
- 5
მხარდაჭერა გაშვების შემდეგ
ჩვენ არ გტოვებთ მარტო საიტის გაშვების შემდეგ. გთავაზობთ სრულ ტექნიკურ მხარდაჭერას და მომსახურებას, რათა უზრუნველვყოთ თქვენი საიტის უწყვეტი და ეფექტური მუშაობა.
Website pricing
ფასები იწყება 1000₾-დან - ზუსტი შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით.
სტარტაპ პაკეტი
თუ შენს ბიზნესს სჭირდება პროფესიონალური, მაგრამ მარტივი და ეფექტური ვებსაიტი, ეს პაკეტი იდეალური არჩევანია.
- ტექნიკურად გამართული და სწრაფი ვებსაიტი
- ადაპტირებული ყველა მოწყობილობაზე
- თანამედროვე დიზაინი და მარტივი ნავიგაცია
- საბაზისო SEO
- კონტენტის მართვის სისტემა დამოუკიდებელი განახლებისთვის
- პოპულარული
ბიზნეს პაკეტი
გაქვს განვითარებადი ბიზნესი და გჭირდება ვებსაიტი, რომელიც არა მხოლოდ პრეზენტაბელურია, არამედ ფუნქციურობითაც გამოირჩევა?
- მორგებული დიზაინი
- მრავალგვერდიანი სტრუქტურა
- გაუმჯობესებული SEO ოპტიმიზაცია
- საკონტაქტო ფორმები
- ბლოგი და მომხმარებელთა მიმოხილვების განყოფილება
ონლაინ გაყიდვების პაკეტი
თუ გჭირდება საიტი, რომელიც გაყიდვებს რეალურად გაზრდის, ეს პაკეტი სწორედ შენთვისაა.
- სრულფასოვანი ონლაინ მაღაზია
- მარტივი და უსაფრთხო გადახდის სისტემები
- პროდუქციის კატეგორიების მართვა
- შეკვეთების ავტომატიზაცია
- სრული SEO ოპტიმიზაცია
პრემიუმ პაკეტი
მაქსიმალური შესაძლებლობებისთვის - სრულყოფილი, პერსონალურად მორგებული ვებსაიტი, რომელიც ტექნოლოგიურად გამართული და ვიზუალურად დახვეწილი იქნება.
- UX/UI დიზაინის დეტალური დამუშავება
- სრული SEO ოპტიმიზაცია
- ინტერაქტიული ელემენტები
- სწრაფი ჩატვირთვა
- ტექნიკური მხარდაჭერა და უსაფრთხოების გაუმჯობესებული ზომები
Frequently asked questions
რა ღირს საიტის დამზადება?
ფასი დამოკიდებულია საიტის სირთულესა და ფუნქციებზე. ჩვენი ფასები იწყება 1000₾-დან. თუ გსურთ ზუსტი ფასი, მოგვმართეთ და შეგიმუშავებთ ინდივიდუალურ შეთავაზებას.
როგორ გავიგო, როდის სჭირდება ჩემს საიტს განახლება?
საშუალოდ, ბიზნესი 4-6 წელიწადში ერთხელ ანახლებს ვებსაიტს. თუ თქვენი საიტი მოძველებულია ან არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს, ჩვენ შეგვიძლია მისი შეფასება და საჭიროების შემთხვევაში განახლება.
რამდენი დრო სჭირდება ახალი საიტის შექმნას?
თითოეულ პროექტს ინდივიდუალური ვადები აქვს, რომლებიც წინასწარ განისაზღვრება. თუმცა, პროცესის ყველაზე დიდი შემაფერხებელი ფაქტორი არის კონტენტის მოწოდების დრო. თუ კონტენტი წინასწარ მზად გაქვთ, საიტის დამზადების საშუალო დრო 4 კვირამდე მერყეობს.
ამზადებთ საიტებს WordPress-ის გარდა სხვა პლატფორმებზე?
ამ ეტაპზე ვმუშაობთ მხოლოდ WordPress-ზე, რადგან ეს არის საუკეთესო CMS, რომელიც იძლევა სრულ კონფიგურაციის, SEO ოპტიმიზაციისა და სკალირებადი განვითარების შესაძლებლობას. თუ თქვენი საიტი სხვა პლატფორმაზეა, მაგალითად, SquareSpace ან Wix, ჩვენ მარტივად შეგვიძლია მისი გადატანა WordPress-ზე.
შედის SEO ოპტიმიზაცია საიტის დამზადების პაკეტებში?
ჩვენი ყველა პაკეტი მოიცავს საბაზისო SEO ოპტიმიზაციას, რაც გულისხმობს სათაურების, H1 თეგების, ალტერნატიული ტექსტების და მეტა აღწერების სწორად დაყენებას. უფრო დეტალური SEO სერვისები, როგორიცაა ტექნიკური SEO, eCommerce SEO და ლოკალური SEO, შესაძლებელია ცალკე პაკეტების სახით.
გთავაზობთ SEO-ს გარდა სხვა ციფრული მარკეტინგის სერვისებს?
დიახ! ვებსაიტის გაშვების შემდეგ, შეგვიძლია დაგეხმაროთ PPC რეკლამებში, კონტენტ მარკეტინგში, მიმოხილვების გენერირებაში, იმეილ მარკეტინგში და სხვა სერვისებში, რათა თქვენი ბიზნესი უფრო მეტად გამოჩნდეს ონლაინ.
შემიძლია მარტივად შევიტანო ცვლილებები WordPress საიტზე?
ჩვენ ვცდილობთ, რომ ყველა დამკვეთი იყოს დატრენინგებული საკუთარი ვებსაიტის მართვაში. საიტის გაშვების შემდეგ, ვგეგმავთ სპეციალურ ტრენინგს, სადაც გაჩვენებთ როგორ უნდა შეცვალოთ კონტენტი, დაამატოთ ახალი გვერდები და მართოთ საიტი მარტივად. ამ ტრენინგის ჩანაწერსაც მოგაწვდით, რომ საჭიროების შემთხვევაში ყოველთვის შეძლოთ გამოყენება.
გჭირდებათ სანდო პარტნიორი საიტის დამზადებისთვის?
დაგვირეკეთ ან შეავსეთ ფორმა - კონსულტაცია უფასოა.